B2B SaaS პლატფორმა QuickShipper წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე აგებულ გადაწყვეტას, რომელიც სხვადასხვა არხიდან შემოსულ შეკვეთებს ეფექტურად ანაწილებს როგორც კომპანიის შიდა, ისე გარე მძღოლებზე. QuickShipper ბიზნესებს აღჭურავს სრული ეკოსისტემით საკუთარი მძღოლების სამართავად და, ამავდროულად, ინტეგრირებული პარტნიორი კომპანიების ქსელის მეშვეობით, ნებისმიერი ტიპის მიწოდების სერვისის მომენტალურად განხორციელების საშუალებას აძლევს.
მიუხედავად იმისა, თუ როგორია კომპანიის მიწოდების სპეციფიკური მოთხოვნები, ყველაფერი მარტივადაა ხელმისაწვდომი ერთ სივრცეში. QuickShipper-ის გამოყენებისას არ გჭირდებათ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებზე, ყოველთვიურ ანგარიშსწორებასა თუ მომხმარებლებთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის მართვაზე ზრუნვა. ჩვენ ამ ყველა პროცესის ცენტრალიზებას ვახდენთ ერთ მომხმარებელზე მორგებულ „ტაბში“ (ფანჯარაში), რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ბიზნესოპერაციებს.