რა არის სტარტაპ კატალოგი?

სტარტაპ კატალოგი არის პლატფორმა, რომელიც საქართველოში მოქმედ სტარტაპებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გაეცნონ ადგილობრივ სტარტაპებს, მათი საქმიანობის მიმართულებებსა და ღირებულებებს.
კატალოგი არის მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი, როგორც დამწყები სტარტაპერებისთვის, ისე ინვესტორებისა და ზოგადად სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
რა არის ჩვენი მიზანი?

ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოში მოქმედი სტარტაპების ერთიან, ვირტუალურ სივრცეში გაერთიანება და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.
ვის შეუძლია კატალოგში რეგისტრაცია?

კატალოგი გათვლილია საქართველოში მოქმედი ყველა სტარტაპისთვის, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტის ან სერვისის შექმნაზე/შემოთავაზებაზე და აქვს ზრდის მაღალი პოტენციალი.
რა სარგებლობას მაძლევს კატალოგში ყოფნა?

კატალოგში ყოფნა თქვენს სტარტაპს ანიჭებს ხილვადობასა და ცნობადობას ინვესტორების, პოტენციური პარტნიორებისა და ფართო აუდიტორიის წინაშე. ეს ზრდის ახალი კონტაქტებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. ამასთან, თქვენ გახდებით ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ონლაინ რუკის ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს ავტორიტეტსა და სანდოობას.
როგორ ხდება სტარტაპის დამატება?

კატალოგში სტარტაპის დასამატებლად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში (ან პირდაპირ ამ ბმულზე). განაცხადის შევსების შემდეგ, ჩვენი გუნდი ამოწმებს მოწოდებულ ინფორმაციას სისრულესა და სტარტაპის კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე. ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენი სტარტაპი განთავსდება კატალოგში.
არის თუ არა სტარტაპის დამატება ფასიანი?

ამ ეტაპზე, სტარტაპ კატალოგში რეგისტრაცია და თქვენი პროფილის განთავსება სრულიად უფასოა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ზრდას.
კატალოგი მხოლოდ თბილისში მოქმედ სტარტაპებს აერთიანებს?

არა. სტარტაპ კატალოგი აერთიანებს საქართველოში მოქმედ ყველა სტარტაპს, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.